თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვიწყებთ პერმანენტულ, 24 საათიან აქციებს – “ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის”

“ვიწყებთ პერმანენტულ, 24 საათიან აქციებს “- არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის” ითხოვს რომ 1 თებერვლიდან აღდგენს საზოგადოერივი ტრანსპორტის მოძრაობა წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

“ჩვენი ორგანიზაცია ატარებს მორიგ აქცია-პერფომანს. ჩვენი მოთხოვნაა აღდგეს ტრანსპორტის მუშაობა 1 თებერვლიდან. თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ჩვენ ვიწყებთ პერმანენტულ, 24 საათიან აქციებს პარლამენტთან. აუცილებელია აღდგეს ტრანსპორტის მუშაობა, რადგან ის ყველაზე მეტად ღარიბ ფენას ურტყამს” – აცხადებს დიმიტრი კირხანიდი,ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე.

დღეს, 15:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ პარლამენტის წინ მართავს აქცია პერფორმანსს, სახელწოდებით “პანდემიასთან ბრძოლა ადეკვატური ნაბიჯებით“