ვმუშაობთ კიდევ 2 მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა, კიდევ 2 მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე მუშაობს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ შემოვიტანეთ ვაქცინები, შემოტანილი გვაქვს მილიონობით ვაქცინა, კიდევ ვამატებთ ჩემი დავალებით, ვმუშაობთ 2 მილიონი დოზა „ფაიზერის“ კიდევ შემოტანაზე, გვაქვს საშუალება და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებს, ეს ყველაფერი ჯამში მოგვცემს საშუალებას, ეს განსაცდელი ყველამ ერთად გადავტეხოთ.

ამ ტემპების შენარჩუნებით, ჩვენ შეგვიძლია, სექტემბრის ბოლოს 2 მილიონი ადამიანი იყოს აცრილი. ვუსმენ რა ჩვენს ექიმებს და სპეციალისტებს, მესმის, რომ შესაძლოა, 1 მილიონ ადამიანს უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. ჯამში გამოდის 3 მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, საიდანაც 2 მილიონი იქნება აცრილი, მილიონს გადატანილი ექნება კოვიდი. ჩვენი ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ სექტემბერი იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის, სექტემბერი იქნება რთული პერიოდი.” ,- განაცხადა ღარიბაშვილმა.