ვოლსკი: მსოფლიოს ახასიათებს დანაშაულები – ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

გია ვოლსკი საქართველოს ბანკში თავდამსხმელის შეჭრას და მძევლების აყვანას ეხმიანება და ამბობს, რომ მსოფლიოს ასეთი დანაშაულები ახასიათებს.

“იქნებ შეკითხვა მაინც დასვათ, ყველანაირი სტატისტიკით მძიმე დანაშაულები ორჯერ, თუ მეტჯერ არის შემცირებული. გაზრდილია დანაშაულებების რაოდენობა, რომელსაც საერთოდ ყურადღება არ ექცეოდა და მათ შორის იყო ოჯახური ძალადობის თემა, კიბერდანაშაულზე ხომ არაფერს ვამბობ.

სამწუხაროა, მაგრამ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ახასიათებს ხანდახან ასეთი დანაშაულები, როგორიც არის ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა. საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები რომ არსებობს ეს არ გამოდგება ამის ინდიკატორად. დანაშაული არ უნდა ჩაიდინო, თუნდაც ასეთ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი”,- აცხადებს ვოლსკი.

დღეს ავლაბარში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის შსს-მ რამდენიმე საათში დააკავა, მძევლები კი გაათავისუფლა.