ვოლსკი 90%, კობიაშვილი 89%, სუბარი 88% – ცესკომ ხმების 100% დათვალა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 100% დათვლილია. არჩევნების მეორე ტურში, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებდა, ბუნებრივია, 17–ვე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა.

შედეგები ასეთია:

გლდანი

  • ლევან კობიაშვილი – 89.36%
  • ნიკა მელია – 10.64%

საბურთალო

  • დავით სერგეენკო – 89.92%
  • ალეკო ელისაშვილი – 10.08%

ვაკე

  • ნოდარ ტურძელაძე – 93.72%
  • ელენე ხოშტარია – 6.28%

მთაწმინდა

  • ბექა ოდიშარია – 91.57%
  • შალვა შავგულიძე – 8.43%

ისანი

  • კახა კახიშვილი – 92.15%
  • ხატია დეკანოიძე – 7.85%

სამგორი

  • სოზარ სუბარი – 88.68%
  • ლევან ხაბეიშვილი – 11.32%

დიდუბე

  • გიორგი ვოლსკი – 89.95%
  • ზურაბ ჯაფარიძე – 10.05%

ნაძალადევი

  • მიხეილ ყაველაშვილი – 91.4%
  • შალვა ნათელაშვილი – 8.6%

რუსთავი

  • ნინო ლაცაბიძე – 89.79%
  • დავით კირკიტაძე – 10.21%

თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი და ახმეტა 

  • ირაკლი ქადაგიშვილი – 88.83%
  • გიორგი ბოტკოველი – 11.17%

ხაშური, ქარელი და გორი

  • ზაალ დუგლაძე – 91.72%
  • ნატო ჩხეიძე – 8.28%

ქუთაისი 

  • ზაზა ლომინაძე – 91.92%
  • გრიგოლ ვაშაძე – 8.08%

ზუგდიდი 

  • ირაკლი ჩიქოვანი – 93.88%
  • მალხაზ ჯალაღონია – 6.12%

მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი 

  • შალვა კერესელიძე – 92.53%
  • ცეზარ ჩოჩელი – 7.77%

ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული

  • ბეჟან წაქაძე – 91.94%
  • კახა გეწაძე – 8.06%

ბათუმი 

  • რესან კონცელიძე – 87.81%
  • ლევან ვარშალომიძე – 12.19%

ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური

  • ანზორ ბოლქვაძე – 88.19%
  • მიშა ბოლქვაძე – 11.81%

ცესკოს ცნობით, მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 26.29% იყო, რაც 562 664 ამომრჩეველია. პირველ ტურში ამომრჩეველთა 56.11% მივიდა.