ვრცელდა ვიდეოკადრები, როგორ ძალადობს რძალი 96 წლის მამამთილზე

ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს რძალი 96 წლის მამამთილსა და მის ადვოკატზე. დღეს მას პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

ვიდეოს მთავარი არხი ავრცელებს:

შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ბრალდებული მარინა ახალაური აცხადებს, რომ არა თვითონ, არამედ მამამთილი ძალადობს მასზე.