ვრცელდება ვიდეო, სადაც “ოცნების” დეპუტატი ენზელ მკოიანი მოქალაქეს იარაღით მისდევს

ვრცელდება ვიდეო, სადაც “ოცნების” დეპუტატი ენზელ მკოიანი მოქალაქეს იარაღით მისდევს. ვიდეო-კადრებს, “Akhalkalaki News” ავრცელებს. ვიდეოში ჩანს,  როგორ ტენის იარაღს და მისდევს გადატენილი იარაღით ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მოქალაქეს. მასთან ერთად არიან სხვა შეიარაღებული პირებიც.პოლიცია ცდილობს, შეიარაღებული დეპუტატი და მისი თანხმლები პირები მიწოლით შეაჩეროს, თუმცა მკოიანს ვერ იმორჩილებს. დეპუტატი პოლიციას ყელში წვდება და ასე იშორებს, პოლიციელი მას იარაღს არ ართმევს და გვერდით იწევა.

ჩანაწერის წარწერის მიხედვით, ეს კადრები 2020 წლის 26 მარტს არის გადაღებული, როცა მკოიანის სახლთან სროლა იყო. ადგილობრივი გამოცემები წერდნენ, რომ მაშინ იარაღიდან 4-5-ჯერ გაისროლეს და ამას მკოიანსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ სამველ პეტროსიანს შორის დაპირისპირებას უკავშირებდნენ