ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სამწუხაროა, რომ ყველა არ მონაწილეობდა კენჭისყრაში -ევროპარლამენტარი

“ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სამწუხაროა, რომ ყველა არ მონაწილეობდა კენჭისყრაში “- ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს.

„ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. სამწუხაროა, რომ ყველა არ მონაწილეობდა კენჭისყრაში. ამ მიღწევამ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები უფრო დემოკრატიული და სამართლიანი უნდა გახადოს,“- წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ვიოლა ფონ კრამონი მხარეებს მოუწოდებს: მიიღონ ODIHR-ის რეკომენდაციებთან სრულად თავსებადი საარჩევნო კოდექსი, უზრუნველყონ მშვიდობიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო პერიოდი, თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც პოლარიზაციასა და ძალადობას იწვევს, მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსები და არ ისარგებლოს უსამართლო ფინანსური უპირატესობით.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.