“დღეს მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ იენს სტოლტენბერგისგან. ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროს, ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”

ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგი განცხადებას, რომელმაც რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ მათ მოუწოდეს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანისკენ.