ვხედავთ შანსს, რომ 30 წლიანი საარჩევნო პრობლემები საბოლოოდ მოგვარდეს – კელი დეგნანი

“ვხედავთ შანსს, რომ 30 წლიანი საარჩევნო პრობლემები საბოლოოდ მოგვარდეს”- აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ ახლა ხედავს შანსს, იმ სისტემური ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელიც ბოლო 30 წელია ქართულ არჩევნებს თან სდევს.

“აშკარაა რომ ქართველი ამომრჩევლები დაიღალნენ ერთი და იგივე სახის დარღვევების ნახვით. მოდით გულახდილები ვიყოთ. თითქმის იგივენაირი დარღვევებია ბოლო 30 წელია ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, კარუსელები. ამაზე მიუთითებდნენ ოდირისა და ეუთოს დამკვირვებლები წლების განმავლობაში თავიანთ დასკვნებშიქართველებს სურთ, რომ მათი ხმები დაითვალონ. სურთ რომ შეიცვალოს სისტემა. ეს გვინდა ჩვენც. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს შეერთებული შტატების საელჩო წლებია საარჩევნო რეფორმის ძალისხმევას, მათ შორის, შარშან ზაფხულშიც, აქტიურად ვმუშაობდით პარლამენტთან საარჩევნო რეფორმის პაკეტის გაძლიერებაზე, რომელიც ახლახან მიიღეს”, – ამბობს დეგნანი.