ვხედავ ფონს, რომ “ოცნებიდან” დეპუტატები წამოვლენ, რღვევა მიმდინარეობს – ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ადასტურებს, რომ მისი პარტია 7-კაციანი ფრაქციის შექმნაზე მუშაობას.

ის ასევე არ გამორიცხავს, რომ მმართველი პარტია დეპუტატებმა დატოვონ და ოპოზიციურ ფრაქციებს შეუერთდნენ.

“არ დაგვავიწყდეს, რომ გარკვეული რღვევა „ქართულ ოცნებაშიც“ მიმდინარეობს, ამიტომ არაფერი არ არის გამორიცხული. ჩვენი კარი და ფრაქციების კარი ღია იქნება ნებისმიერი ადამინისთვის, ვინც ჩვენს იდეალებს და მიდგომებს გაიზიარებს. ვხედავ ფონს, რომ „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატები წამოვლენ, შესაბამისად ისინი უნდა დაბინავდნენ ოპოზიციურ ფრაქციებში და მათი გადმოსვლა იქნება პლუსი. რაც მეტი ოპოზიციური ფრაქცია იქნება შექმნილი მით უკეთესია, ეს დამატებითი ბერკეტია პარლამენტის შიგნით საქმიანობისთვის“, – თქვა ჩიხლაძემ პალიტრანიუსის ეთერში.