ზაპაროჟიეში პარტიზანების დახმარებით რუსების საარტილერიო სისტემები გაანადგურეს

ზაპაროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, პარტიზანებთან შეთანხმებული მოქმედებების წყალობით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსული არმიის რამდენიმე საარტილერიო სისტემა.

“დამპყრობლებმა ამ მარცხს უპასუხეს საგუშაგოებზე კონტროლის გამკაცრებით და მელიტოპოლში არა მხოლოდ კერძო მანქანების, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოწმებით.

უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ მტრის სამხრეთისკენ სწრაფვას. ერთად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!”,– ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.