ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გაგრილებისთვის საჭირო წყლის დონე ეცემა, არსებობს ალტერნატიული რეზერვუარები – IAEA

დღეს დილით რუსი ოკუპანტების მიერ აფეთქებული კახოვკას კაშხლიდან ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რეაქტორების გაგრილება ხდებოდა.  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] ხელმძღვანელი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ‘‘ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაგრილებისთვის საჭირო წყლის დონე ეცემა, მაგრამ არსებობს ალტერნატიული რეზერვუარები”. გროსი იმედოვნებს, რომ ეს რეზერვუარები საკმარისი იქნება რამდენიმე თვე, ატომური ელექტროსადგურის გასაგრილებლად.

  • ”კახოვკას წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის, რომლის რეაქტორები ამ რეზერვუარის წყლით გრილდებოდა, უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნა”-ამის შესახებ IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე თავის მოხსენებაში განაცხადა.

მისი თქმით, IAEA-ს თანამშრომლებს ადგილზე აცნობეს, რომ ნოვაია კახოვკას კაშხლის დაზიანება ამჟამად იწვევს წყალსაცავის სიღრმის შემცირებას დაახლოებით 5 სმ/სთ-ით. დილის 8 საათზე წყალსაცავში წყალი დაახლოებით 16,4 მ დონეზე იყო. თუ დონე დაეცემა 12,7 მ-ზე დაბლა, მაშინ ZNPP-ისთვის წყალსაცავიდან წყლის ამოტუმბვა შეუძლებელი გახდება.

მაგრამ ატომური ელექტროსადგურისთვის არსებობს წყლის არაერთი ალტერნატიული წყარო, რომელთაგან მთავარია ადგილის გვერდით დიდი გამაგრილებელი აუზი, რომელიც თავისი დიზაინით აღემატება წყალსაცავის სიმაღლეს. „რადგან რეაქტორები მრავალი თვეა გათიშული იყო, მოსალოდნელია, რომ ეს აუზი საკმარისი იქნება ZNPP-ს რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრილების წყლით უზრუნველყოფისთვის“, – თქვა გროსიმ.

IAEA-ს ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ის უკვე გეგმავდა მომავალ კვირას ZNPP-ში წასვლას, მაგრამ ახლა ეს მოგზაურობა უკიდურესად მნიშვნელოვანი გახდა.