ზელენსკიმ ხერსონის ოლქში 4 სამხედრო ადმინისტრაციის შექმნის განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის ოლქში ოთხი სამხედრო ადმინისტრაციის შექმნის განკარგულებას ხელი მოაწერა.

საუბარია, კახოვკის, დოლმატოვსკის, გოლაპრისტანის და კრესტოვსკის ადმინისტრაციებზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ხერსონის დატოვება გადაწყვიტა. ბრძანება ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კამერების წინ, რუსული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გასცა.

ოკუპირებული ხერსონი და მიმდებარე დასახლებული პუნქტები მიმდინარე ვითარებაში ვეღარ მომარაგდება და იფუნქციონირებს– მოახსენა რუსული არმიის მეთაურმა, სუროვიკინმა თავდაცვის მინისტრის.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება დაიკავონ მომზადებული პოზიციები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე.