“დამიკავშირდა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი და მთხოვა, მადლობა გადამეცა რუსთაველზე შეკრებილი ხალხისთვის. მე ამდენი თვალებანთებული ახალგაზრდის ნახვის შემდეგ არასდროს ვყოფილვარ ასე ამაყი.

​​​​​​​”ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება”.

ე.ი. სწორ დროს ჩამოვედი აქ.

ასევე ერმაკმა მთხოვა, მადლობა გადამეცა მოხალისეებისთვის, ვინც მიდის უკრაინაში. მათ იქ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი მოუთმენლად ელიან”

აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.