ზელენსკის თქმით, აზოვსტალის ქარხანა 100-მდე ადამიანმა დატოვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანა 100-მდე ადამიანმა დატოვა.

მისი თქმით, ისინი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიისკენ მიემართებიან

“აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. 100-მდე ადამიანისგან შემდგარი პირველი ჯგუფი უკვე კონტროლირებად ტერიტორიაზე მიემართება. ხვალ მათ ზაპოროჟიეში შევხვდებით. მადლობა ჩვენს გუნდს! ახლა ისინი გაეროსთან ერთად მუშაობენ ქარხნიდან სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე”,- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.