ზელენსკის თქმით, უკრაინას ჯერ არ შეუძლია კონტრშეტევის დაწყება რადგან საკმარისი იარაღი არ გააჩნიათ

იარაღის უკმარისობის გამო უკრაინას ჯერ არ შეუძლია კონტრიერიშის დაწყება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემა The Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჯერ არ შეგვიძლია დაწყება. მათ [ჯარისკაცებს] ჯერ ვერ გავგზავნით”, – განაცხადა ზელენსკიმ უკრაინის კონტრიერიშთან დაკავშირებით, რომელიც გაზაფხულზე იგეგმებოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რთული ვითარებაა, ძირითადად საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო. მისი თქმით, უკრაინა მისი პარტნიორებისგან საბრძოლო მასალას ელოდება. ამავდროულად, ის აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროები ყოველდღიურად სამჯერ მეტ საბრძოლო მასალას იყენებენ, ვიდრე უკრაინის შეიარაღებული ძალები.