ზელენსკის ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრა სურს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან შეხვედრა სურს. მისი თქმით, “სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა” პირველადი მნიშვნელობის უნდა იყოს.

“ჩინეთისგან შუამავლობის წინადადება არ მიმიღია. არ მიმიღია შეხვედრის წინადადება. მე ასევე დიპლომატიური არხებით გავეცი პირდაპირი მესიჯები, რომ მსურს დაველაპარაკო ჩინეთის ლიდერს”. – აღნიშნა ზელენსკიმ.