ზელენსკი: დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ზე შემოთავაზება მიიღონ

ქუკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის თქმით, დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მიიღონ.

“სავსებით ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა უკრაინამ და საქართველომ ნატოს MAP-ის მიღებისა და ევროკავშირი გაწევრიანების გეგმის შესახებ კონკრეტული შემოთავაზება მიიღონ. ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკრაინასა და საქართველოს მშვიდობის საკითხში ისტორიული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა აქვთ”, – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.