ზემო თელეთში ტყე იწვის

ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში ტყე იწვის. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს მოედო. როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

მათივე ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.