ზვიად კუპრავა ამბობს, რომ მისი შტაბის წევრს თავს დაესხნენ

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ფეისბუქზე წერს, რომ მისი შტაბის წევრს, ნინია ცისკარიშვილს თავს დაესხნენ.

კუპრავას თქმით ცისკარიშვილს ორი უცნობი კაცი აედევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“ჩემი შტაბის წევრს ნინია ცისკარიშვილს შტაბიდან სახლში რომ მიდიოდა სახლთან ორი უცნობი კაცი აედევნა, ხელი დაუჯიკავეს და ძირს ათრიეს.. ჩვენ აქ ვართ კუკიაზე, პოლიციაც აქ არის. 1 თვეს გადავიტანთ! ვერ გაგვაჩერებთ!”, – წერს კუპრავა და თანამებრძოლის ფოტოსაც აქვეყნებს.