უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის თქმით, შავ ზღვაში, კუნძულ ზმეინიზე უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ დარტყმებს. ამის შესახებ, ბუდანოვმა 22 ივნისს განაცხადა.
“კუნძულზე არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარების სამი დანაყოფი. გარდა ამისა, არის რუსეთის ფედერაციის სანაოსნო ჯგუფი და სპეცდანიშნულების რაზმი. ეს ოპერაცია გრძელდება. ხანძრის შედეგად დაზიანებულია ობიექტები და ოპერაცია გაგრძელდება ზმეინის კუნძულის სრულ გათავისუფლებამდე.” – დასძინა დაზვერვის ხელმძღვანელმა.
უკრაინელებმა კუნძულ ზმეინიზე შეტევა მიიტანეს