“შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა, ზოგადად, პანდემიის მართვა, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური კლინიკური მართვა, მკურნალობა. მკურნალობა რომ ყოფილიყო ცუდი, მაშინ იქნებოდა არამხოლოდ გარდაცვალების ზოგადი მაღალი რიცხვი, არამედ ავადმყოფებს შორის გარდაცვალების მაღალი პროცენტი და ეს ჩვენთან არცერთხელ არ ყოფილა 1.5-ზე მეტი და დღეს 1.3-ია. დავითვალეთ კლინიკაში მოხვედრილები, ჩვენს კლინიკებში საშუალო სიკვდილობა 6-7%-ია, მსოფლიოში კლინიკებში სიკვდილობა არის 10-11%. ამით მე ვამტკიცებ მხოლოდ ერთ რამეს – კლინიკებში სამედიცინო მომსახურება არასდროს არ ყოფილა გაზრდილი სიკვდილობის მიზეზი”

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე პალიტრანიუსისთან ინტერვიუში.