ზოგი თვლის, რომ მიტინგზე გასვლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კოვიდუსაფრთხოება – ცერცვაძე

“ზოგი თვლის, რომ მიტინგზე გასვლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კოვიდუსაფრთხოება “- ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ხალხის ნაწილი, კორონავირუსს სხვადასხვა მიზეზით აიგნორებენ და რეგულაციებს არ იცავენ.

“ზოგს არ სჯერა კოვიდის არსებობის, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მიაჩნია, რომ, ვთქვათ, შეკრებაზე და მიტინგზე გასვლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კოვიდუსაფრთხოება. ზოგს უბრალოდ თვითდამკვიდრება და თავის გამოჩენა უნდა, რომ არაა მშიშარა და მას კოვიდი ვერაფერს დააკლებს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მდგომარეობა, ეს მთელ მსოფლიოშია, განსაკუთრებით ამერიკაში”, – განაცხადა ცერცვაძემ.