ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ – გია ვოლსკი

“ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ “-ამის შესახებ, უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა. სახალხო დამცველის განცხადებამ, ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, გია ვოლსკი  გააღიზიანა და მოუწოდებს ჩამოაყალიბოს,თუ  რას არ აკეთებს და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ოკუპაციის წინააღმდეგ.

“ქართული ოცნების” ერთ ერთმა ლიდერმა  წინა ხელისუფლებაც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ იმ უკანონობას, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, “ნაციონალურ მოძრაობის” პოლიტიკამ შეუწყო ხელი და პასუხისმგებლობაც მათ უნდა აიღონ.

“ოკუპაციის დამახასიათებელი არის ის უკანონობა, რაც დღეს სუფევს რეგიონში, ამ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ ამ ყველაფერში მას ხელი შეუწყო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მაშინ მართავდა სიტუაციას და წავიდნენ იმ გეგმის საწინააღმდეგოდ, რომელიც მაშინ ჰქონდა აშშ-ის და ევროკავშირს დღეს ხდება ასეთი უკანონობები, მაგრამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელიც ყველაზე ხმამაღლა გაჰყვირის, მაგრამ ამავე დროს არის მონაწილე ამ უბედურებისა, რაც რუსეთმა თავს დაგვაწია.

ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, რომ ოკუპაცია კარგია?!…იქნებ სამხედრო დარგში რაღაც გამოცდილება და პროფილი გააჩნია სახალხო დამცველს? ასე რომ, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების კეთება პოლიტიკური პლატფორმიდან ადვილია, მაგრამ სახელმწიფოს არ უნდა აკრიტიკებდე ეგეთ რამეზე – განაცხადა გია ვოლსკიმ. 

სახალხო დამცველის მოსაზრებით, ქართულ მხარეს არ აქვს არანაირი ეფექტური ფორმატი, რომლის ფარგლებში განიხილავს საოკუპაციო ხაზთან ადამიანების გატაცებისა და უფლებების დარღვევის ფაქტებს.

ცნობისთვის, ეეენინო ლომჯარია დღეს ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა. 33 წლის მამაკაცი გუშინ დააკავეს. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს და ზაზა გახელაძე დაჭრეს.