ზუგდიდის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ შენგელია სოციალურ ქსელში წერს.

“ახალი კორონავირუსი დამიდასტურდა, გუშინ სიმპტომების დაწყებისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში. ამ დროისთვის თავს კარგად ვგრძნობ და ვმკურნალობ სახლში, მუშაობას კი ვაგრძელებ განსხვავებულ რეჟიმში – დისტანციურად”,- აცხადებს შენგელია.