ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

სამეგრელოში,  ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

როგორც “მთავარი არხი” იტყობინება მცირეწლოვანი საავადმყოფოში გვიან ღამოთ, უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. მაა  საათნახევრიანი რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა თუმცა ექიმებმა  მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ბავშვი ზუგდიდის საავადმყოფოში წალენჯიხიდან გადაიყვანეს, სადაც ის მშობლებთან ერთად, ბაბუის გასვენებაში იმყოფებოდა და გონებაც იქ დაკარგა.

ამასთამანვე ცნობილია, რომ 2 დღით ადრე, მცირეწლოვანი, გურიაში, საქანელადან გადმოვარდა. ოჯახმა შემოწმებისთვის ექიმთან მიიყვანა, თუმცა მალევე გაწერეს.  ახლობლები გარდაცვალებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ.