ზუგდიდის საკრებულოს შენობიდან მოშიმშილე დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს

ზუგდიდის საკრებულოს შენობიდან მოშიმშილე დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ცოტა ხნის წინ, მოშიმშილე საკრებულოს დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პროტესტის ნიშნად გადაინაცვლეს. ენმ-ის წევრმა, ანი წითლაძემ განაცხადა, რომ ძველი მოწვევის საკრებულო ბიუჯეტის პროექტის დაჩქარებულად განხილვას ცდილობს. წითლიძე განმარტავს, რომ 2022 წლის ბიუჯეტზე საკრებულოს ის წევრები მსჯელობენ, რომლებიც საერთოდ არ არიან ახალი მოწვევაში.

“ხელისუფლებას ეშინია, რომ ახალი საკრებულოს პირობებში თუ ვერ მოხდა ბიუჯეტის მიღება, მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ორჯერ ჩავარდნილი ბიუჯეტის შემდეგ ინიშნება ხელახალი მერის და საკრებულოს არჩევნები. ახალ საკრებულოს აქვს ყველანაირი სამართლებრივი ვადა იმისთვის, რომ შეძლოს ახალ საკრებულოზე მსჯელობა და მოასწროს ახალი ბიუჯეტის მიღება.”- განაცხადა წითლიძემ.