ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა.

ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.