ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა – მაშველება ნანგრევებიდან ბავშვი გამოიყვანეს

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ე.წ საკონსერვო ქარხნის ყოფილ შენობაში, დევნილთა საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა – დაშავდა 10 წლის ბავშვი, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შენობა ავარიული იყო და ამას აუდიტის არაერთი დასკვნაც ადასტურებს. მათი თქმით,  დევნილთა სამინისტროს მაცხოვრებლები აქამდე უნდა გაეყვანა ტერიტორიიდან.