ზუგდიდში, მოქალაქეები შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით “კომენდანტის საათს” არღვევენ

ზუგდიდში, მოქალაქეები შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით “კომენდანტის საათს” არღვევენ. აქტივისტები, მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების მოხსნას ითხოვენ.

ისინი “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და შენობის წინ არსებული ტერიტორიის მოხატვა სცადეს, მაგრამ ადგილზე მობილიზებული დახვდათ სამართალდამცავები.

სამართალდამცავებმა, სამოქალაქო აქტივისტებს,  ტერიტორიის მოხატვის საშუალება არ მისცეს რასაც დაპირისპირება მოჰყვა.