ზურაბიშვილი ვაშინგტონში ჯო ბაიდენის მრჩეველს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი,  ვაშინგტონში  ეროვნული უსაფრთხოების საკითხების აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს ხვდება – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი,  ნიუ იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე 7 მარტს სიტყვითაც გამოვიდა.