ზურაბიშვილი ცდილობს, შეეხიდოს ოცნებას, შეწყალებას არ ველოდი – მელია

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ის არ შეიწყალებს მესამე პრეზიდენტს.

მელიას თქმით, ზურაბიშვილისგან სააკაშვილის შეწყალებას არ ელოდა.

“ქალბატონი ზურაბიშვილი ცდილობს, შეეხიდოს ახლა ქართულ ოცნებას, კუთხეები დაუმრგვალოს და რამენაირად იქნებ დიდი დისკოფმორტი, რომელიც ელოდება ხელისუფლებას, თავიდან აარიდოს. არ ველოდი [შეწყალებას]. საზოგადოებას აქვს ის ნება, რომელსაც გამოხატავს – ბრძოლას მიიყვანს გამარჯვებამდე”,– ამბობს ნიკა მელია.

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე თქვა, რომ მისი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებაზე უცვლელია  – “არა და არასოდეს”