ზურაბიშვილმა გახარიას პრემიერმინისტრად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერმინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულების ფოტო პრეზიდენტმა FACEBOOK–ზე გამოაქვეყნა.

დღეს ერთპარტიულმა პარლამენტმა ახალი მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით ერთხმად დაამტკიცა.