ზურაბ ჯაფარიძემ მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა

პარტია “გირჩის” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ სადეპუტატო მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს დღეს განცხადებით ოფიციალურად მიმართა. ის პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

“მოსული ვარ, რომ განცხადება შევიტანო მანდატზე უარის თქმის თაობაზე, მაგისთვის მოვედი. კობახიძის განცხადებას რაც შეეხება, ჩვეულებრივი ზეწოლის მცდელობაა ოპოზიციურ პარტიებზე, რომ რამენაირად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ან მთლიანად პარტიები შეიყვანონ პარლამენტში”, – თქვა ზურა ჯაფარიძემ მთავარი არხის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მანდატები ჯერჯერობით არ გაუუქმებიათ ჯაფარიძის ყოფილ თანაგუნდელებს, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილსა და სანდრო რაქვიაშვილს. ასევე, პარტია მოქალაქეებსა და პატრიოტთა ალიანსს.