ზურამ ამ ნაბიჯით ბოლშევიკური ფრანკენშტეინის დაბადებას შეუშალა ხელი – გია ჯაფარიძე

პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე ეხმიანება ზურა ჯაფარიძის განცხადებას, რომ ის იაგო ხვიჩიასთან და ვახო მეგრელიშვილთან პოლიტიკურ თანამშრომლობას წყვეტს.

“ზურა ჯაფარიძემ ამ ნაბიჯით ქართულ პოლიტიკაში ბოლშევიკური ფრანკენშტეინის დაბადებას შეუშალა ხელი. ამავდროულად შეინარჩუნა ოპოზიციის ერთიანობა. ახლა შევიდეს ის სამეული პარლამენტში. ამას ვწერ როგორც პოლიტიკის მკვლევარი”,– წერს გია ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძემ იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ვახო მეგრელიშვილთან პარტიული თანამშრომლობა გაწყვიტა. ჯაფარიძემ გირჩის ჯგუფში დაწერა, რომ მათთან ერთად “გირჩის კეთებას” არ აპირებს.

სანდრო რაქვიაშვილის მტკიცებით, ჯაფარიძემ პარტიის ლიდერებს ულტიმატუმები წამოუყენა.

ვახო მეგრელიშვილის განმარტებით, აზრთა სხვადადასხვაობა პარლამენტში შესვლა–არშესვლას არ ეხება.