ზურა მახარაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

ალტ-ინფოს და კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ზურა მახარაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

გუშინ, ზურა მახარაძემ განაცხადა რომ მას  “გოგოსთან მიმოწერისა და ინტიმური ურთიერთობის” კადრებით აშანტაჟებენ.

“არის დრო – ავხსნი, რატომ არის საჭირო, მხარდამჭერებს ავუხსნა, რატომ ვარ გაწეული გვერდზე და დარწმუნებული ვარ, ხალხი გაიგებს, რადგან მნიშვნელოვანია – იმის გასაგებადაც, ჩვენი საქმე რამდენად მნიშვნელოვანია. სიტუაცია სინამდვილეში არის ესეთი: კი იცით, რომ სხვა ქალის გამო ოჯახი დავანგრიე, ეგ თემა მოგიყევით ადრეც – ცალკე ძალიან მძიმე თემა იყო ჩემთვის. არის ეგეთი გარემოება, რომ სხვა კიდე, ქალთან ურთიერთობები რომ მქონდა, ვიღაცეებს ხელში ჩაუვარდათ ჩემი გოგოსთან მიმოწერის კადრები, ინტიმური ურთიერთობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იყო გარკვეული შანტაჟის თემები, გამოვაქვეყნებთ და ასე შემდეგ”. – ამბობს ზურა მახარაძე.