ზურა ჯაფარიძემ რადიკალური იდეები წამოაყენა, რისი რესურსიც არ აქვს – ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს არ აქვს საკუთარი საპროტესტო იდეების განხორციელების რესურსი.

“ზურა გირჩის ჯაფარიძემ ყველაზე უფრო რადიკალური იდეები წამოაყენა, რისი რესურსიც მას არ აქვს. ნაციონალური მოძრაობა ამას არ აპირებს. ანუ ქუჩების გადაკეტვას და ყველაფრისგან დისტანცირებას, ასეთი რამ არ არის…”,– ამბობს ის ფორმულას ეთერში.

ჯაფარიძე ამბობს, რომ საქმე აქვთ “უხეშ სისტემასთან”, რის გამოც “თეთრი ხელთათმანებთან ბრძოლა არ გამოვა”. მისი აზრით, ოპოზიციის პროტესტის მიზანი უნდა იყოს “საბოტაჟი, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზება, ხელის შეშლა და მათი რესურსების გამოფიტვა”.