ზღაპარია, რომ ქართული ოცნება რამეს დათმობს – ზურა ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე

“ზღაპარია, რომ დღეს ქართული ოცნება რამეს დათმობს” – “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიმართ არც ქვეყნის გარედან მოდის რაიმე წნეხი და არც ქვეყნის შიგნითაა სერიოზული პროტესტი. ამის შესახებ მან, პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

“ზღაპარია, ილუზიაა ახლა ოცნება იმაზე, რომ დღეს ქართული ოცნება რამეს დათმობს. რამეში იგულისხმება სერიოზული დათმობა ძალაუფლებასთან მიმართებაში. იმიტომ, რომ რაიმე მასტიმულირებელი იმისი, რომ მათ ძალაუფლება დათმონ, არ არის. არც გარედან აქვთ განსაკუთრებული წნეხი და არც ქვეყნის შიგნით არ იგრძნობა რაიმე განსაკუთრებული პროტესტი. პირიქით, ამ სრულიად გიჟური კორონა-რეგულაციების ფონზე, ადამიანები მონების მდგომარეობაში ჰყავთ და ამასაც კი ძალიან ცოტა ადამიანი აპროტესტებს. გამოსავალი არის ბრძოლაში. მე სხვა გამოსავალი არ ვიცი. გამოსავალი არის იმაში, რომ “ოცნებამ” უნდა დათმოს, საბოლოო ჯამში, ხელისუფლება. აქამდე უნდა მივიდეთ წყნარად, მშვიდობიანად და ცივილიზებულად. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, ამის ბევრი გზების მოფიქრება არის აუცილებელი და შემდეგ არის გასაკეთებელი. ბრძოლის გარდა არანაირი გამოსავალი არ არსებობს”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.