თავდამსხმელები არიან ქოცების ჭეშმარიტი სახე, მოეკითხებათ მწარედ – გვარამია სანაიაზე

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმა ხელისუფლების წამქეზებლური განცხადებების შედეგია.

“ვახო სანაიაზე თავდასხმა არის ხელისუფლების კრიტიკულ მედიაზე სიძულვილის წამქეზებლური განცხადებების პირდაპირი შედეგი, ხოლო თავდამსხმელები არიან ქოცების ჭეშმარიტი სახე.

ჩემი მხარდაჭერა ვახოს, მის ოჯახსაც და ფორმულასაც. მოეკითხებათ მწარედ თავდამსხმელებსაც და წამქეზებელ ხელისულფებასაც. ძალიან მწარედ”,- წერს გვარამია.