თავდამსხმელი საქართველოს ბანკამდე შსს-ს თანამშრომელმა მიიყვანა – საქმის ახალი დეტალები

ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალამდე თავდამსხმელი მანქანით შსს თანამშრომელმა, დავით მატუამ მიიყვანა. ამის შესახებ მატუას ძმამ მთავარ არხთან განაცხადა. მისი თქმით, შეიარაღებული პირი მის ძმას სოფელ კოლხიდასთან დახვდა და იარაღის მუქარით აიძულა ქალაქის ცენტრამდე მიეყვანა.

“დავითი სახლიდან გავიდა, მეგობართან მიდიოდა და ჩვენს ქვემოთ არის ხიდი 1 კილომეტრში, იქ გადაუდგა პიროვნება გზაზე, ისე ჩაცმული, როგორც ბანკში იყო. ბანკამდე მიიყვანა. ქალაქში გავიდნენ, უთქვამს რომ იარე ნელა და ტროტუარზე ადი. ავტომატიანი კაცი რომ გიზის ვინ არ შეასრულებდა.. ეგრევე რეკავდა პოლიციაში, თან მიდიოდ სამსახურში, რომ ზემდგომებისთვის მოეხსენებინა” – ამბობს მატუას ძმა.

შეგახსენებთ, რომ  21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით შეიჭრა და 19 მძევალი აიყვანა. მას მოთხოვნილი თანხა, ნახევარი მილიონი დოლარი მიუტანეს, რის შემდეგაც მძევლები გაათავისუფლა და გაიქცა.