თავდასხმა კაპიტოლიუმთან – გარდაიცვალა 1 პოლიციის ოფიცერი, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმთან მყოფ პოლიციელებს მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც, კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერი მრავლობითი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ლიკვიდირებულია თავდამსხმელი, რომელიც ჯერ მანქანით შეეჯახა კაპიტოლიუმის დაცვის ჯებირს, შემდეგ კი დანით დაჭრა 2 ოფიცერი.