“თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს” – რუსთავის ციხესთან მელიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

“თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს”- ამ ლოზუნგით რუსთავის ციხესთან, აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები, რესპუბლიკის მოედნიდან ავტოკოლონით დაიძრნენ რუსთავის ციხისკენ. აქციის მონაწილეები იმ ადგილას შეიკრიბნენ, რომელიც, ენმ-ს თავჯდომარის, ნიკა მელას საკანთან ახლოსაა, მელიას შეძახილებითა და საქართველოს ჰინით ამხნევებენ.

“დღეს არ არის ერთმანეთთან ნიშნის მოგებით საუბრის დროს, ხელისუფლებას მინდა მივმართო, ახლა არის დრო, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და თუ გაქვთ რეალურად სურვილი, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიყვანოთ, პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადადგათ ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება სწორედ ეს იქნება გზავნილი, არა მხოლოდ ჩვენთვის, დასავლელი პარტნიორებისთვის იმისა, რომ თქვენ ხართ მზად, რომ ჩაერთოთ მოლაპარაკებებში”, – განაცხადა ენმ-ს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.