თავს იტყუებს ელისაშვილი, ეს არის უბრალოდ ვაჭრობა – ეკა ბესელია

ეკა ბესელია პარტია მოქალაქეების ლიდერზე ალეკო ელისაშვილზე ამბობს, რომ ის თავს იტყუებს და ქართულ ოცნებასთან გარიგებაში შედის.

“მე არ ვიცი, ვის სჯერა ამ ჩაწიკწიკებული საარჩევნო პროცედურების და თავს იტყუებს ახლა ელისაშვილი. მე მის მრჩევლად არ გამოვდგები, უბრალოდ ვინც გარიგებაში შედის მმართველ პარტიასთან, მას პირდაპირ დაერქმევა სახელი, რომ ეს არის უბრალოდ ვაჭრობა. თავს ნუ მოიტყუებს ნურავინ, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ჩვენ ხელთ გვაქვს მტკიცებულებები, რომელის სასამართლომ არ მიიღო და თქვა უარი. ჩვენ ვითხოვდით გადათვლას ყველა უბნის და საოლქო მონაცემების, უარი თქვა ამაზე სასამართლო, ახლა უკაცრავად, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი უარს ამბობენ, რომ არ აიღებენ პასუხისმგებლობას, ამდენი ხნის შემდეგ რა არის შეცვლილი საარჩევნო ურნებში”,– თქვა ბესელიამ მთავარი არხის ეთერში.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბება იწყებოდა გარედან, როდესაც ადამიანებს “ფულს ურიგებდნენ, მიმდინარეობდა მოსყიდვა, შანტაჟი და ზეწოლა.”

ბესელია აღნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისია აბსურდი, დროის გაყვანა და ხაფანგია, რომელშიც ყველა შეგნებულად შედის, ვინც კობახიძეს ამ პროცესში შეყვება.

ცნობისთვის, მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება ოპოზიციის 4–ვე მოთხოვნაზე მიდის, თუმცა ოპოზიიცის ნაწილს შეთანხმებაზე ხელმოწერა არ უნდა.