“თავხედო დედაკაცო, ავადმყოფო“- იღუმენია თამარ გამყრელიძე პატრიარქის მდივანთან მიმოწერას ასაჯაროებს

მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ყოფილი იღუმენია, თამარ გამყრელიძე, რომელსაც მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთან ერთად ეკლესიამ დასაჯა, პატრიარქის მდივანთან, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველთან სატელეფონო მიმოწერას ასაჯაროებს, სადაც ბოტკოველი მას საჯარო ბრალდებების პასუხად „ავადმყოფად“ და „თავხედ დედაკაცად” მოიხსენიებს.

“ერთი წელი გავიდა, რაც პოლიტარქმა უზიარებლობით დამსაჯა, რასაც წინ უძღოდა მის მდივანთან, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველთან მიმოწერა, რასაც ქვემოთ ვასაჯაროვებ.
ვერავინ გაექცევა ღვთის სამართალს, მათ შორის ვერც მდივანი დეკანოზი…
მიმოწერაში ყურადსაღებია თარიღები, 13.12.19-ში 22:25 -ზე დეკანოზი ერთ კვირას ვადას მაძლევდა მისდამი ჩემი ბრალდებების დასამტკიცებლად ( Igumenia Tamara Gamkrelidze)- წერს იღუმენია თამარ გამყრელიძე.