თაკო ჩარკვიანმა პარლამენტში შესვლაზე გამოკითხვა ჩაატარა – შედეგები

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ამომრჩეველს ჰკითხა, შევიდეს თუ არა პარლამენტში. მისი თქმით, კითხვაზე უმეტესობამ დადებითად უპასუხა.

“გამოკითხვა დასრულდა 2 დღის წინ, 22:00 საათზე. ძალიან საინტერესო კვლევა იყო. ჯამში 4200 [მონაწილე] და 52 არა. რომ გითხრათ რომ არ იმოქმედა ჩემზე, მოგატყუებთ. უფრო კარგ ხასიათზე დავდექი, იმიტომ რომ ძალიან მწვავე დღეებია. დიდი მადლობა ამ ადამიანებს, რომლებიც ჩაერთვნენ გამოკითხვაში. ეს ადამიანები 2-3 კვირის წინ იყვნენ ზუსტად იგივე პოზიციაზე, რაზეც მე. ვხუმრობ, რომ ჩემს კედელზე იყო 1700 და 29 [არა] და 30-ე ვარ-მეთქი. მწერდნენ, რომ ცუდი ვითარებააა, აღარ არის პარლამენტი ერთპარტიული, მრავალპარტიულია და რეფერენდუმს ხომ არ შეექმნება საფრთხე”,– ამბობს ჩარკვიანი პალიტრანიუსის ეთერში.

მისი თქმით, “ტვინს ამზადებს”, თუმცა რომ ჰგონია, მოამზადა, გუშინწინ “კობახიძე გამოუხტა”.

“იმ დღეს დავინახე, რომ ეგზეკუციას ჰქონდა საქართველოში ადგილი, გამოვიდა ზურგგამაგრებული კობახიძე, არაფორმალი მმართველით ზურგგამაგრებული, რადგან სხვა ვარიანტი არ არის აქ, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ არ არის კარგად უბრალოდ… დეპუტაციას უთხრა, რომ თქვენ თუ ამას ასე არ გააკეთებთ…რა შემხებლობა აქვს ჩვენს მანდატს, შარლ მიშელის დოკუმენტთან? აბა მითხარით, ოქტომბერში რომ ნდობით აღჭურვილი ადამიანები აღმოვჩნდით გარკვეული ადამიანებისთვის და მოგვცეს მანდატი, რა შემხებლობა აქვს დოკუმენტთან?”,– თქვა ჩარკვიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ ჯერ ბოლომდე არ გადაუწყვეტია, შედის თუ არა პარლამენტში, რადგან უნდა, ამომრჩეველთან ბოლომდე პირნათელი იყოს.