თალაკვაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის ლიდერობით ხალხს რეალური ძალაუფლება დაუბრუნდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ  ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით “ქართულმა ოცნებამ” რეალური ძალაუფლება ხალხს დაუბრუნა ხოლო დემოკრატიული რეფორმები გატარება ივანიშვილის ლიდერობით გახდა შესაძლებელი.

“ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, 2012 წლის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ”, საზოგადოების მხარდაჭერით, ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა. სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გახდა შესაძლებელი, რომ რეალური ძალაუფლება დაუბრუნდათ ადამიანებს, დაუბრუნდა ხალხს და ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტები მართავს. “ქართული ოცნების” ხელისუფლების ყურადღების ცენტრში არის ადამიანი, მისი უფლებები და მისი ღირსება”