თალაკვაძე, ვოლსკი, კობახიძე – ვინ რა თანამდებობას დაიკავებს პარლამენტში

„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღო. ისინი პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

მისი ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება, პარლამენტის პირველი მოადგილის თანამდებობას კი გიორგი ვოლსკი დაიკავებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან კახაბერ კუჭავა, რომელიც საგარეო მიმართულებით იმუშავებს და ასევე დავით სერგეენკო.

კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს თავად ჩაიბარებს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კი მამუკა მდინარაძე იქნება.