თამარ ბაჩალიაშვილს ანაბარზე 75 ათასი ლარი ჰქონდა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს, რომლის ცხედარიც რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში იპოვეს, საბანკო ანაბარზე 75 000 ლარი ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად „ქრონიკამ“ მოიპოვა.

როგორც დღეს ჟურნალისტებს გარდაცვლილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა განუცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა რომ იმ ადგილას ყოფილიყო, ოჯახი მას გაუჩინარებიდან მეორე დღესვე იპოვნიდა.

„ოჯახს აქვს კითხვები გამოძიებასთან, რადგან დაემატა კიდევ ახალი მუხლი – თვითმკვლელობამდე მიყვანა და გვაინტერესებს, ვის უნდა გაეკეთებინა ეს. თავიდანვე გაჩნდა ეჭვები, რომ მანქანა შეიძლება თავიდანვე იქ არ ყოფილიყო. იმ ადგილებში შეგვეძლო თუნდაც კვირა დღეს, ანუ გაუჩინარებიდან მეორე დღეს დაგვეფიქსირებინა. ანაბარის მიმართაც ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება. თუ ანაბარს მიუთითებდა, მაშინ დატოვებდა ბარათს და პინ კოდსაც“, – განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

სამართალდამცველებმა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში იპოვეს წერილი, რომელიც სავარაუდოდ მან თავის ოჯახს დაუტოვა. „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ – ნათქვამია წერილში, რომლის ავთენტურობა გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.