“რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეს, ეს არის პერსონალური საკითხი, რომელიც ამ კანონპროექტის განხილვის პროცესთან არ არის კავშირში. ეს საკითხი გადაწყდება იმდაგვარად, როცა ახალი კოდექსი შევა ძალაში. ვინ იქნება ამ ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყდება.

რაც შეეხება თამარ ჟვანიასთან დაკავშირებულ საკითხს, ვფიქრობ, რომ მის წინააღმდეგ განხორციელდა დაუსაბუთებელი შეტევა, ბულინგი როგორც ადამიანის, პიროვნების და ამასთან დაკავშირებით ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს”

განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.