თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ დასაჯეს და შობის ღამეს ტაძარში გალობა აუკრძალეს

მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც, ის ტაძარში შობის ღამეს საგალობელს ვეღარ ასრულებს:
“ვორჭოფობდი შენს გადაცემაში მონაწილეობაზე, რადგან ცუდად დავცადე.ადრე, როდესაც შენს ეთერში ღიად გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, “ტოლერანტი” ადამიანების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მე შობის ღამეს აღარ უნდა მეგალობა ტაძარში… შეიძლება ითქვას, “სამაგიერო გადამიხადეს”, თავიანთი “დიდსულოვანი” ბუნებიდან გამომდინარე, დამსაჯეს. ეს შეიძლებოდა ნებისმიერს შეხებოდა, ვინც მათ ფეხქვეშ არ გაეგებოდა. ამჯერად, მე შემეხო და

ამიტომ ვამბობ. ეს ის რგოლია, რომლისგანაც ჩვენ უნდა ვიგებდეთ, როგორ უნდა ვიყოთ მიმტევებლები, ლმობიერები.მათ “დასაჯეს” ის ადამიანი, რომელიც ბრმად არ წაყვათ და თავისი აზრი გამოხატა. არც ამ შობას შეიცვლება რამე. არის თუ არა ეს შურისძიება? რა თქმა უნდა, არის. გაბრაზებული კი არა, გულნატკენი ვარ.

ჩვენ ზიზღის ენის საქართველოში ვცხოვრობთ. რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი თითქქოს, მაგრამ რანაირად ვამტკიცებთ ამას?უკვე მეზიზღება ტელევიზიის ყურება ნებისმიერ არხზე, იმიტომ რომ ყველგან ისმის საშინელი დაპირისპირება. აზრთა სხვადასხვაობა მიღებულია ზიზღად. ეს არის ყველაზე დამთრგუნველი და შემაშფოთებელი ჩემთვის, იმიტომ რომ მე ხვალინდელი დღის მეშინია, იმიტომ რომ სახლში მყავს შვილიშვილები. რომლებსაც რა მაგალითი უნდა ვაჩვენოთ ჩვენ? როგორ უნდა გაიზარდონ ეს ბავშვები? ეს არის შემზარავი – შურისძიება, სულ ერთმანეთზე საუბარი და გადაბრალებები. “– ამბობს თამარ ჭოხონელიძე.